|
2020-01-31 18:58:59, 3168 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ქალთა მეწარმეობის წახალისება საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს
„სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID-ის პროგრამა “ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ გახსნისას განაცხადა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ აქტივობებში ქალების ჩართულობის, მათი პოტენციალის რეალიზების მნიშვნელობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში. „საქართველოში, 15-64 წლის ასაკის ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე 56 პროცენტს შეადგენს, ანალოგიური მაჩვენებელი მამაკაცებში კი 74 პროცენტია. ქალებში დასაქმების დონე 49 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 63 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მიანიშნებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ეკონომიკურ აქტივობასა და სამუშაო ძალაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობით უზრუნველყოს შრომითი რესურსის მაქსიმალური გამოყენება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს სწორედ ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. ნათია თურნავას მიერ მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, 2015-2018 წელს, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 9 380, მათ შორის 3 783 ქალი - მთლიანი დაფინანსებულ ბენეფიციართა 40.3%-ს შეადგენს. ექსპორტის მიმართულებით კი დაახლოებით 30%-მდე ქალები არიან წარმოდგენილნი კომპანიების ტოპ მენეჯმენტში. „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მეწარმეობის წახალისება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება", - აღნიშნა მინიტრმა. ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდებში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების განვითარებას. „მთელი ქვეყნის მასშტაბით ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება და ინოვაციების და ტექნოლოგიების ხელშეწყობისა და კვლევა-განვითარების კომერციალიზაციისკენ მიმართული ისეთი პროექტები, როგორიცაა სტარტაპების ფინანსებთან წვდომის და გადამზადების პროგრამები ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალგაზრდების ჩართულობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)