|
2020-01-31 16:27:17, 2662 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე - თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ
საკრებულოს წევრი ალექსანდრე ხუჯაძე, რომელმაც ხაბეიშვილის თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა, აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ხუჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. „რა თქმა უნდა, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ბრალი წარდგენილია და დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება გამოიძიებს სამართლიანად ყველაფერს. პირველ რიგში, მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა იქნება კანონის წინაშე პასუხისმგებელი. მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს კორექტულობისკენ, რომ შემდეგ აღარ მოხდეს ასეთი ინციდენტი“, - განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ. შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. დღეს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალდება წარედგინათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)