|
2015-07-29 16:30:22, 507 ნახვა
პოლიტიკა
იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებასთან დაკავშირებულ რეგულაციას პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ
პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე ბიზნესისთვის რეგულაციის დაწესებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვას გეგმავს. საუბარია ანტიდემპინგურ კანონპროექტზე, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს პროდუქციაზე ადგილობრივი ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას უკრძალავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მაისურაძემ განუცხადა, პარლამენტი ამ ეტაპზე კანონპროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს პასუხს ელოდება. მისი თქმით, ანტიდემპინგურ კანონს პარლამენტი, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. მაისურაძის განმარტებით, ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ იმპორტიორები ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასებით არ შემოვიდნენ და ადგილობრივი წარმოება არ დააზარალონ. „მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ჯობია რომ შემოსული პროდუქცია რაც შეიძლება იაფი იყოს. მაგრამ ეს მომგებიანი პოზიცია აუცილებლად მოკლავს ადგილობრივ წარმოებას, შეწყდება სავალუტო შემოდინებები და შემდეგ ეს ყველაფერი დააწვება ისევ ლარის კურსს და ისევ მოსახლეობას შეუტრიალდება უკუღმა. მსოფლიოში არსებობს წესიერი ბიზნესის კეთების კონკრეტული მოთხოვნები და სისტემები, ჩვენც ვალდებულები ვართ ამ მოთხოვნებში ჩავჯდეთ. შესაბამისად, ის რაც ითვლება დემპინგად, უნდა ჩაითვალოს დემპინგად. კონკურენციის ხარჯზე მინიმუმამდე დაყვანილი ფასი ერთია და ხელოვნურად დაგდებული და დემპინგური ფასები მეორე. მოსახლეობას არ უნდა ეგონოს, რომ იაფი პროდუქცია მისთვის კარგია. ის კლავს ჩვენს ეკონომიკას, მთლიანად გადავდივართ იმპორტულ საქონელზე, ადგილობრივი მეწარმეობის შესაძლებლობები კი კვდება“, - განაცხადა თემურ მაისურაძემ. ამასთან, როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, იმპორტულ პროდუქციაზე დემპინგური ფასების არსებობას სპეციალური სამსახური შეისწავლის. „პროდუქციის თვითღირებულება თუ არის 50 თეთრი, პლიუს ნომინალური მოგება, ეს ნიშნავს, რომ ამის ქვემოთ არ შეიძლება მისი გაყიდვა. ადგილობრივი ფასები მხოლოდ კონკურენტულ გარემოზე მიუთითებს, ღირს თუ არა კონკრეტული პროდუქციის შემოტანა. არსებობს განვითარებული ქვეყნების კონკრეტული გამოცდილება, ჩვენს ამას ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს, ასე ჩვენ რეალური კონკურენციის შესაძლებლობებს გავზრდით ქვეყანაში“, - განაცხადა თემურ მაისურაძემ. ანტიდემპინგური კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)