|
2020-01-31 14:22:08, 2104 ნახვა
კომენტარი
საქართველოს ელჩი ჩინეთში - უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუირების საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს“, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში, არჩილ კალანდიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ჩინეთის ტერიტორია უკვე დატოვა. „უხანში ამჟამად იმყოფება საქართველოს 5 მოქალაქე. ვმუშაობთ აქტიურად, რომ უახლოეს პერიოდში ქალაქ უხანიდან ამ მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, და ვცდილობთ, რომ დროულად მივიყვანოთ ეს მოლაპარაკებები ბოლომდე. ვადგენთ და მიდის ყველა დეტალზე მუშაობა, თუ რა მექანიზმებით და როგორ მოხდება მათი ევაკუაცია. ევაკუირებული მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ბოლო დღეებში, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დატოვა უკვე ჩინეთის ტერიტორია, ნაწილი რჩება. საბედნიეროდ, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“, - განაცხადა არჩილ კალანდიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)