|
2020-01-31 13:33:36, 1955 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებთაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ
„მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები იმ ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები დატოვებენ ჩინეთს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ამ დროისთვის ქვეყანასი დაფიქსირებული კორონავირუსი არ გახლავთ. იმისათვის, რომ შემდეგი დღეებიც გავიაროთ ისეთივე წარმატებით, როგორი წარმატებითაც გავიარეთ წინა ერთი კვირა, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც წარმოუდგენლად კარგად ფუნქციონირებს. ისინი დღის განმავლობაში მედიას აწვდიან სრულ ინფორმაციას და არიან სრულიად გახსნილები როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის .საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ცხელი წერტილიდან. კონკრეტულად გადაწყვეტილების შესახებ მინისტრის მოადგილე გვესაუბრება. მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები იმ ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები დატოვებენ ჩინეთს. ასევე მნიშვნელოვანია საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურის ჩართულობა, რომელიც უპრეცედენტოდ კარგად ასრულებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)