|
2020-01-30 19:02:21, 1774 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კორონავირუსზე საუბარი არ არის. „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი თავის ოჯახთან ერთად გადმოყვანილი იქნენ ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა „ა“ტიპის გრიპის ვირუსი. ხაზს ვუვსვამ, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ, არანაირ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ასევე ნიმუშები ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)