|
2020-01-30 12:29:04, 1101 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: სად არის კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო
„სად არის კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულის საფრთის წინაშე აყენებს და ამას ვერ აცნობიერებენ. „როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს. სად არის კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! მახსენდება კლასიკური ანდაზა, „უნამუსოს აფურთხებდნენ და ის კიდევ იძახდა წვიმა საიდან მოდისო“. აი, ასე არის ამათი საქმე. გამოვლენ და კიდევ ზღაპრებს მოიგონებებ, ნაცვლად იმისა, რომ გააცნობიერონ იმ უფსკრულის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებენ“, - განაცხადა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)