|
2020-01-29 17:51:01, 1552 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - თალაკვაძემ პირდაპირ თქვა, რომ საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს კრიზისის გამო დაპირდნენ
„პირდაპირ ეთერში აღაიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გუშინ პირდაპირ თქვა, რომ კრისიზი გვქონდა და ამიტომ ამ კრიზისის განსამუხტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას დავპირდითო“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება „უტიფარ“ პოლიტიკოსებს პასუხს აგებინებს. „პირდაპირ ეთერში აღაიარებით ჩვენებას გვაძლევს ივანიშვილის ერთ-ერთი მსხვილი კლოუნი,რომელმაც გუშინ პირდაპირ თქვა ,რომ კრისიზი გვქონდაო და ამიტომ ამ კრიზისის განსამუხტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას დავპირდით,რომ მოგვეტყუებინა და მერე განვსაჯეთ ,რომ ვერ ვიგებდით არჩევნებს და კოალიციას ჩვენთან ისეთები არ კრავდნენ , ვინც ხმებს მიიღებსო და ამიტომ გადაგაგდეთო. ამის ასე დამარცვლით თქმა მაინც უტიფრობის ახალი ხარისხია.სწორედ ამიტომ აგებინებს პასუხს ქართული საზოგადოება ყველა ამ უტიფარ პოლიტიკოსს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა, შევძლებდით ყველანი თანამშრომლობას, სიტუაცია განიმუხტებოდა - თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)