|
2020-01-29 13:36:33, 1121 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას: დედას გიტირებთ! თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები
„პოლიტიკურად ვეუბნები ყველას, დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ არაფერი არ ხართ, ნაძირალათა, გახრწნილთა ხროვა ხართ“,-ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მის დასამარცხებლად ყველაფერს აკეთებს. „ერთი შემიძლია ვთქვა, მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, გამოაცხადეს ტერორიზმში ეჭვმიტანილად. ის ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მას ჩვენება არა აქვს მიცემული, მესამე წელია დუმს ცივ სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, დაამარცხოს უდანაშაულო მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახა თერლოევი, მთელმა სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავიანთი ბინძური მექანიზმით შეებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს და მებრძვიან, ვნახოთ ვინ ვისი აჯობებს, ვნახოთ. მოგმართავთ მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ვახ თერლოევი მთელს სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ. პოლიტიკურად ვეუბნები ყველას, დედას გიტირებთ, თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ და არც ადამიანები, თქვენ არაფერი არა ხართ, ნაძირალათა, გახრწნილთა ხროვა ხართ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს პარლამენტში შესვლა და ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაუწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)