|
2015-07-29 12:16:23, 513 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აჟიოტაჟს შეუერთდა
კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ე.წ ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს და სამწუხაროა, რომ მათ ამ ჟრიამულს პრეზიდენტიც შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კანონში სრულად გათვალისწინებულია როგორც ევროკავშირის, ისე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა რეკომენდაცია. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს პირადად ესაუბრა. „მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, აგორებული კამპანია, რომელიც აზიანებს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა მაგალითად დაასახელა პოლონეთის საბანკო სისტემა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს და აღნიშნა, რომ პოლონეთში, საბანკო ზედამხედველობის სააგენტო ცალკეა. „მაქვს კითხვა ამ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოა, მაშინ სად არის შეკითხვები?! ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პაულსენების გადმოსვლა საქართველოში და მათი ინვესტიცია არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, კრიტიკოსსა და უპასუხისმგებლო ადამიანზე, რომელიც ასე უცერემონიოდ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვაზიანებთ ბიზნესგარემოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)