|
2020-01-28 18:51:52, 4531 ნახვა
ეკონომიკა
შეიძინეთ ველოსიპედები Liloshop.ge-ზე სახლიდან გაუსვლელად
ქართულ რეალობაში სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ ვაჭრობა, რაც 21-ე საუკუნის მონაპოვარია. ბაზარზე ჩნდებიან და ქრებიან ინტერნეტ მაღაზიები. კონკურენციის პირობებში მათი რიცხვი მუდმივად იცვლება. Liloshop.ge ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზიაა, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოს ყველა კუთხიდან იზიდავს ლოიალურ მომხმარებლებს. მისი პროდუქცია მრავალფეროვანია, ფასი და ხარისხი კი შესაბამისობაშია. მოქნილი საკურიერო მომსახურება, მიწოდების სისწრაფე და გადახდის ალტერნატიული საშუალებები მის კონკურენტუნარიანობასა და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. „ლილოშოპი“ გთავაზობთ ველოსიპედების ფართო არჩევანსროცა ველოსიპედის შეძენას გადაწყვეტთ, იწყებთ მეგობრებ-ნათესავებში გამოკითხვას და ელოდებით მათგან რჩევასა თუ რეკომენდაციას, სად იყიდოთ თქვენთვის ძვირფასი ნივთი, რომელიც არც ისე იაფია და რომელმაც დიდხანს უნდა გატაროთ წინ და უკან. ველისიპედებზე მოთხოვნა იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის პროპორციულად. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ონლაინ მაღაზიას ველოსიპედის შესაძენად, რაც განპირობებულია არჩევანის სიდიდით, მწარმოებელი ქვეყნისა თუ ფიზიკური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. ასევე ფასის ხელმისაწვდომობით. ველოსიპედები Liloshop-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ველოსიპედის შეძენისას უნდა განსაზღვროთ მიზანი, სამოყვარულო ველოსიპედი გჭირდებათ თუ პროფესიონალური, ქალაქის სწორ და ასფალტიან გზაზე მოგიწევთ უმეტესად გადაადგილება თუ მთიან რელიეფზე. ამასთან, საჭიროა იცოდეთ, თუ ველოსიპედს ამორტიზატორი აქვს, ის ხარისხიანი უნდა იყოს, ხოლო მასალად პლასტმასი მინიმალური რაოდენობით უნდა იყოს გამოყენებული. სწორედ ამ მახასითებლების გათვალისწინებით, „ლილოშოპზე“ აუცილებლად იპოვით სასურველ ველოსიპედს, არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი შვილისთვის. აქ საბავშვო ველოსიპედების დიდი არჩევანიცაა, ასაკის, ფერებისა და ბორბლების რაოდენობის მიხედვით. საბავშვო ველოსიპედის შეძენისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. პატარებისთვის რეკომენდებულია 3-ბორბლიანი ველოსიპედები, ხოლო მოზრდილთა შემთხვევაში, ველოსიპედი და ბავშვის სიმაღლე იდეალურ თანხდედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან. ფასი და ხარისხი„ლილო მოლი“ მყიდველებში დაბალ, ხელმისაწვდომ ფასებთან ასოცირდება, შესაბამისად, ინტერნეტ მაღაზია liloshop-იც ცდილობს, ეს მოლოდინი გაუმართლოს მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ მის ვებგვერდზე ნებისმიერი ეკონომიკური შემოსავლის მქონე ადამიანი იპოვის და გამოიწერს სასურველ ნივთს და მათ შორის ველოსიპედსაც. რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს, ამაზე მეტყველებს მსოფლიოში ცნობადი და პოპულარული ბრენდები, რომელთა ნაწარმიც „ლილოშოპის“ ვირტუალურ თაროებზეა განთავსებული. ნივთების უმრავლესობას მოჰყვება გარანტია, რაც კიდევ ერთი ნიშანია, ხარისხისა. მაღაზია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და მომხმარებლის ნდობის მაჩვენებელიც იმატებს. ლილოს ონლაინ მაღაზია ველოსიპედების შერჩევისა და შეძენისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)