|
2020-01-28 18:28:11, 1848 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტის ევოსაბჭოში გამოსვლაზე: ოკუპაცია მხოლოდ მე-40 წუთზე გაახსენდა
„საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40 წუთზე გაახსენდა ოკუპაცია, რაც კარგად მეტყველებს მის პრიორიტეტებზე, თუ რა ადგილი უჭირავს ოკუპაციის თემას“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას. მისი თქმით, განსაკუთრებული მოლოდინი ქალბატონ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა „კიდევ ერთხელ „მოახერხა“ მოლოდინის გამტყუნებაც“. „გამოვყოფდი ორ ფაქტორს : პირველი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამოსვლის მე-40 წუთზე გაახსენდა ოკუპაცია. ეს კარგად მეტყველებს მის პრიორიტეტებზე, თუ რა ადგილი უჭირავს ოკუპაციის თემას და მეორე, ამ ორგანიზაციაში ათეულობით პრეზიდენტის და პრემიერმინისტრისთვის მაქვს მოსმენილი და ეს იყო პირველი შემთხვევა სახელმწიფოს მეთაურს მისცეს ღია შენიშვნა მისი გამოსვლის ფორმასთან და რეგლამენტთან დაკავაშირებით . მან მოახერხა რომ ისიც დაიმსახურა, რაც ამ ორგანიზაციაში არ მომხდარა , რატომ ?! მიზეზი მარტივია - რაც შეიძლება ცოტა დრო დატოვა კითხვებისთვის. ჩვენ მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული კითხვები , მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული გამოსვლები და მოვისმინეთ ძალიან სუსტი, არაარგუმენტირებული და ხშირად არაკომპეტენტური პასუხები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან . მიმაჩნია რომ ეს გამოსვლა არაფრით წაადგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)