|
2020-01-28 15:12:36, 2083 ნახვა
კომენტარი
დვალიშვილი - უარს ვაცხადებ გომელაურისნაირი მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში მუშაობაზე
„მე, როგორც შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციელი, საჯაროდ ვაცხადებ უარს ასეთი მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროში მუშაობაზე“, - ამის შესახებ კიტა იზორიას დაკავებაში მონაწილე პოლიციელმა, გიორგი დვალიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც დვალიშვილმა აღნიშნა, ის არ გააგრძელებს მუშაობას, სანამ აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი შედეგი არ დაიდება. „მე ვაკეთებ ჩემი სახელით განცხადებას.მე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციებილი, საჯაროდ ვაცხადებ უარს ასეთი მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროში მუშაობაზე,სანამ არ დადგება სამართლებრივი შედეგი აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი დვალიშვილმა. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმ დროინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და მოგვიანებით როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას. კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ვახო (კიტა) იზორიას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს. აღნიშნულმა მაღალჩინოსნის ძმა გააღიზიანა და ის უფრო მეტად აგრესიული გახდა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველმა გადაწყვიტა, მისთვის ხელბორკილი დაედო, იზორიამ წინააღმდეგობა გაუწია და აღნიშნა, რომ შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმაა. ამის შემდეგ ადგილზე პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები მივიდნენ და კიტა იზორია გაათავისუფლეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)