|
2020-01-28 13:34:00, 1348 ნახვა
კომენტარი
გომელაური იზორიას ძმაზე: პოლიციელს ეუბნება „ფორმას გაგხდითო“ - ეს დანაშაული არ არის, უარესები ხდება
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას ძმის მხრიდან პატრულთან ინციდენტის დროს დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვახო იზორია აგრესიული იყო, თუმცა გინებას ან ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ვიდეოს პირველი ნაწილის ნახვა საინტერესო იქნებოდა და არ გამორიცხავს, მანამდე პოლიციის თანამშრომლებს თავად იზორიასთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა. „აგრესიული საუბარია, არ აგინებს პოლიციას. ხელით არ შეხებია. ეუბნებოდა, „ფორმას გაგხდითო“, არ არის ეს დანაშაული. უარესები ხდება და არ ვაკავებთ, თუნდაც აქციების დროს. მანამდე რა მოხდა იცით? იქნებ მას აყენებდნენ შეურაცხყოფას. რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ძალიან მიუღებელია“, - განაცხადა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმ დროინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და მოგვიანებით როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას. კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ვახო (კიტა) იზორიას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს. აღნიშნულმა მაღალჩინოსნის ძმა გააღიზიანა და ის უფრო მეტად აგრესიული გახდა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველმა გადაწყვიტა, მისთვის ხელბორკილი დაედო, იზორიამ წინააღმდეგობა გაუწია და აღნიშნა, რომ შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმაა. ამის შემდეგ ადგილზე პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები მივიდნენ და კიტა იზორია გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)