|
2020-01-28 11:48:55, 1031 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ენერგეტიკული რეფორმის ამოცანაა ენერგობაზარი გახდეს უფრო ღია და კონკურენტული, მომხმარებელი კი, მეტად დაცული
„საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო ვახორციელებთ მასშტაბურ რეფორმას ენერგეტიკის სექტორში, რომლის ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს და გახდეს უფრო ღია, უფრო კონკურენტული, ჩვენი მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული კვირეულის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიზარდა დერეგულირებული ბაზრის ნაწილი, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, პარლამენტმა კი მიიღო რეფორმის საკანონმდებლო ბაზა. „ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის წყალობით, შემცირდა ზეწოლა ტარიფებზე, რასაც ბიზნესი ითხოვდა და ყველა გამოწვევის მიუხედავად შევძელით მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის ტარიფების უცვლელად შენარჩუნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას ენერგოსექტორში. ნათია თურნავამ დაასახელა რამდენიმე მათგანი, მათ შორის, „ნამახვანი ჰესი", რომელიც წელს მშენებლობის ეტაპზე გადავა, ასევე 250 მგვტ სიმძლავრის 4 ახალი ქარის სადგურის პროექტი, რომლებიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ და ინვესტორები ამჟამად სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდებიან. „დიდი წარმატება იყო გორის ქარის სადგურის პრივატიზება, რაც იმას ადასტურებს, რომ მდგრადი და მიმზიდველი პროექტია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მზის ენერგოპროექტების დაწყებას. რაც მთავარია, ბაზრის გახსნამ შესაძლებელი გახადა, რომ მცირე და საშუალო ჰესები ვითარდება ყოველგვარი გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარეშე. ასეთი უკვე 24 პროექტია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)