|
2020-01-27 13:36:01, 1820 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად გამისწორდნენ „ოცნების“ კიკბოქსიორი დეპუტატები, პოლიციას არაფერი გაუკეთებია
„მიუხედავად იმისა ,რომ ასე ლაჩრულად გამისწორდნენ კიკბოქსიორი „ოცნების“ დეპუტატები, პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ მათ წინააღმდეგ“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის ვინც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - დაისაჯა, კუხიანიძეს - საპოლიციო არმია იცავდა, ისინი კი ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ თავისუფლები არიან. „მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო,რომ ჩვენ ვნახეთ ორი ამბავია ,ერთი ის,რომ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ის ადამიანი დაისაჯა. მე მათგან განსხვავებით ვგმობ ამ ძალადობასაც.ისინი ხო ამბობენ,რომ მე დავიმსახურე ეს გასწორება.მეორე ,საკრებულოში,როდესაც ჩემს უფლებამოსილებას ვასრულებდი კალაძის დაგეგმისა და გომელაურთან და ეს შს მინისტრთან შეთანხმების შემდეგ ლაჩრულად გამისწორდნენ .დღეს ეს ადამიაები თავისუფლები არიან ,მგონი საზოგადოება მარტივად გააკეთებს დასკვნას რატომ ხდება ასე.მიუხედავად იმისა ,რომ ასე ლაჩრულად გამისწორდნენ კიკბოქსიორი „ოცნების“ დეპუტატები პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ, ხოლო მაშინ,როცა კუხიანიძეს,სახელმწიფო მტერს,ეხებოდა საქმე მას საპოლიციო არმია იცავდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ,თუმცა ამას არ ვიღებ რომ ეს არის ჩემი სოლიდარობის აქცია.ის ადამიანები, ვინც დღეს აქ არიან გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)