|
2020-01-25 18:23:09, 2048 ნახვა
კომენტარი
ლევან ხაბეიშვილი - ექსპერტმა ყველა დაზიანება დააფიქსირა, თუმცა რად უნდა ამას ექსპერტიზა
„ექსპერტმა დაწერა ყველა იმ დაზიანების შესახებ, რომელიც მაქვს შუბლის, თავის, თვალის და ფეხის არეში, ასევე გვერდებზე, ყველა ეს დაზიანება დაფიქსირდა“,- ამის შესახებ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპერტიზა არ იყო საჭირო, რადგან ფიზიკური ანგარიშსწორება პირდაპირ ეთერში მოხდა და შესაბამისად, მარტივი იყო ამ დრომდე დამნაშავეების დაკავება. „ექსპერტმა დაწერა ყველა იმ დაზიანების შესახებ, რომელიც მაქვს შუბლის არეში, თავის არეში, თვალის არეში, ფეხის არეში და გვერდებზე.ეს ყველა დაზიანება დააფიქსირა.თუმცა რად უნდა ამას ექსპერტიზა, პირდაპირ ეთერში მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და შესაბამისად მარტივი იყო ამ დრომდე ამ პირების დაკავება.მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ამ დრომდე ჯერ არც გამოუკითხავთ“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)