|
2020-01-25 13:39:17, 2056 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რის გამოც ის საკუთარმა კოლეგებმა სასტიკად სცემეს
„ლევან ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ამს გამო, ის სასტიკად სცემეს საკუთარმა კოლეგებმა“ , -ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, საკრებულოში მომხდარი გუშინდელი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა. სამადაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ძალადობის ყველა ინციდენტი დაუსჯელი დარჩა. „ეს ძალადობის რეჟიმი არის მათ შორის ფიზიკური ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, დაპატიმრება, დევნა, პოლიტიკური შევიწროება. ეს ყველაფერი მხოლოდ დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის გარდაუვალ კრახს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლევან ხაბეიშვილი იცავდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და ამის გამო, ის სასტიკად სცემეს საკუთარმა კოლეგებმა. ჩვენ ვნახეთ, რომ დაუსჯელი დარჩა ძალადობის ყველა ინციდენტი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თუმცა სიტყვიერი თავდასხმა უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატზე აღმოჩნდა, რომ თურმე, დასჯადია. ჩვენ გვახსოვს გამოუძიებელი კორცხელის ამბები, გვახსოვს მთელი რიგი სხვა ინციდენტები და სწორედ ეს არის ძალადობის რეჟიმის წახალისება. ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და არა დემოკრატიული ქვეყნის არჩეული ხელისუფლება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)