|
2020-01-24 15:22:50, 1742 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა
დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც მიაყენეს მას ფიზიკური დაზიანებები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა და კორუფციაა, საკრებულოს შენობაში ფიზიკურად უსწორდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისელებს უნდა წარმოადგენდნენ. „განუკითხაობა ქვეყანაში გრძელდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საკრებულოს წევრს, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ფიზიკურა გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს . ლევანს აქვს მიყენებული ძალიან მძიმე დაზიანებები.მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კრიმინალი და მაშინ როდესაც ქვეყანაში მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს აკავებენ და შემდეგ მათ პოლიცია უხდის ბოდიშს,მაშინ, როდესაც განუკითხაობაა და კორუფციააამ შენობაში უსწორდებიან იმ ადამიანებს ,რომლებიც თბილისელებს უნდა წარმოადგენდნენ.მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ლევან ხაბეიშვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, დადგინდეს მისი დაზიანების სერიოზულობა,აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაისაჯოს დამნაშავეები,რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები ლევან ხაბეიშვილს“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)