|
2020-01-24 14:05:19, 1838 ნახვა
კომენტარი
ენძელა მაჭავარიანი ივანიშვილის დისერტაციაზე: ვერ წარმომიდგენია ბიძინა ივანიშვილმა რამე კარგად არ გააკეთოს
„მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს“, - ასე ეხმაურება ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი, თავისუფლების ინსტიტუტის მოთხოვნას, ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მას ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და ფიქრობს, რომ ივანიშვილის შესაძლებლობები სათანადოდ არ არის გამომჟღავნებული. „მე არ მეპარება მის შესაძლებლობებში ეჭვი და პირიქით, მგონია, რომ ვერ არის მისი გამომჟღავნებული მისი შესაძლებლობები ისე, როგორც მას აქვს. მე მიაჩნია, რომ ეს ექსპერტებმა, თუ აინტერესებთ, შეისწავლონ, თუ არ აინტერესებთ, ნუ შეისწავლიან. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს“, - ამბობს ენძელა მაჭავარიანი. შეგახსენებთ, რომ თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნით ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს. მათი მტკიცებით ივანიშვილის ნაშრომი სამეცნიერო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს. ამის დასადასტურებლად, თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა ეროვნულ ცენტრს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა სხვა მტკიცებულება გადასცეს.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)