|
2020-01-24 13:40:13, 1646 ნახვა
კომენტარი
დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი - ეს საქმე მართლმსაჯულებისთვის ტესტია, ვნახოთ როგორ ჩააბარებენ
„ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე არის მართლმსაჯულებისათვის ტესტი, ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა უზენაესი სასამართლო აღნიშნულ ტესტს, კანონის ფარგლებში“, - აის შესახებ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ბარბაქაძის წინააღმდეგ პროკურატურა არარსებული დანაშაულის დამტკიცებას ცდილობს, შესაბამისად ისინი არ აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას. „გადაწყვეტილება უკვე მიღეულია ჩვენ არ ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას. მიზეზების გაჟღერებას არ აქვს დიდი მნიშვნეობა.მინდა განსაკუთრებულად გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს ,რომელიც მოხდა საქალაქო სასამართლოში. ეს შეეხება ალექსანდრე სუბელიანის დაკითხვას. ობიექტური საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ როგორი მტკიცებულებების საფუძველზე და როგორი მოწმეების საფუძველზე ცდილობს ბრალდების მხარე ბარბაქაძის წინააღმდეგ დაამტკიცოს არარსებული დანაშაული. კერძოდ, ალექსანდრე სუბელიანმა თქვა, რომ მას არ დაუნახავს დანა, თუმცა, მაინც იცის, რომ ბარბაქაძემ დანა გამოიყენა. ასეთი მოწმე საქმეში რამდენიმეა. მათ შორის, კალანდიაზე არ ვისაუბრებ, ის თავის დროზე პროკურატურის „ოქროს მოწმე“ იყო და ახლა ერთ-ერთი ბრალდებულია. მას მინიმუმ, 9-ჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი.ეს საქმე არის მართლმსაჯულებისათვის ტესტი, ვნახოთ, უზენაესი სასამართლო ჩააბარებს თუ არა აღნიშნულ ტესტს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე", - განაცხადა ჩინჩალაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის საქმეს განიხილავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)