|
2020-01-23 13:26:51, 1604 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: კონგრესის ზოგიერთი წევრის პოზიცია შესაძლოა ობიექტურ მოცემულობას მოკლებული იყოს
„ზოგიერთი კონგრესის წევრი შესაძლოა სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყნად ვერ მოხდებოდა, თუ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვევდა. „ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, ძალიან ბევრი არის ჩვენი მეგობარი. ზოგიერთი კონგრესის წევრი შესაძლოა სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი მუშაობა, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი, რომ აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხდებოდა საქართველო როგორც ერთ-ერთ გამორჩეული ქვეყანა, თუ საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა, გერი კონოლმა, მაიკლ მაკკოლიმ და ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)