|
2020-01-23 10:27:36, 1709 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული
2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4114972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7089259 ბოთლი), აშშ - 48% (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168307 ბოთლი). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 45% (708408 ბოთლი), გერმანია - 40% (671 453 ბოთლი), ბელარუსი - 74% (2787065 ბოთლი), ისრაელი - 80% (324700 ბოთლი), ესტონეთი - 20% (693248 ბოთლი), რუსეთი - 9% (58384540 ბოთლი), მოლდოვა - 8738% (625724 ბოთლი), ნიდერლანდები - 17% (96464 ბოთლი), ჩეხეთი - 34% (83136 ბოთლი), შვედეთი - 636% (92214 ბოთლი), ბულგარეთი - 30% (34734 ბოთლი), მონღოლეთი - 40% (297576 ბოთლი) და ა.შ. 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%). დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული" – 17418683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი" – 5160309 ბოთლი, „წინანდალი" – 4407563 ბოთლი , „ახაშენი" – 1577823 ბოთლი , „ხვანჭკარა" – 1011887 ბოთლი, „ტვიში" – 298509 ბოთლი და ა.შ. მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)