|
2020-01-22 18:13:55, 16068 ნახვა
High - Tech
ნოუთბუქი როგორც ყველაზე მოსახერხებელი სამუშაო ინსტრუმენტი
დღეს როდესაც პროცესების უმეტესობა ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს, ჩვენი უმთავრესი სამუშაო ხელსაწყო არის კომპიუტერი. დღეს როდესაც ფრილანსების საუკუნეა და აღარ ვართ მიბმული ოფისთან პერსონალური კომპიუტერის მომავალი დღეებს ითვლის და წინა ფლანგზე ნოუთბუქი გამოდის. რატომ ნოუთბუქი? პასუხი ისეთივე მარტივია როგორც თავად ეს გაჯეტი. დრო როგორც ყველაზე ძვირფასი რესურსი სწორედ მაშინ იზოგება, როდესაც საქმეები, შენი გონების, შრომისა და მიღწევების დიდი ნაწილი თან დაგაქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი ხელსაწყო, სრულყოფილად შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს, ბაზარზე არსებული დიდი არჩევანი კი ხშირად უარყოფითად მოქმედებს და გვაბნევს. ვეცდებით დაგეხმაროთ და ტექნოლოგიურ ბაზარზე გამოჩენილ ორ ახალ მოდელზე გიამბოთ. APPLE ბაზარზე ნომერ პირველუ ბრენდია და 2019 წელს მომხმარებელი ახალი მოდელით Macbook Pro 16 inch -ით გაანებივრა. თუ გქონიათ შეხება ამ ან მსგავს მოდელთან იცოდეთ რომ ეს სრულიად ახალი შეხება ყველასგან განსხვავდება. ეფლმა შექმნა ჯადოსნური კლავიატურა და ამით ძალიან ამაყობს. ეს არ არის ინოვაციური პროდუქტი, თუმცა წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით სრულიად მოდერნიზებული და გაუმჯობესებული მოდელია. უფრო დიდი ეკრანი სრულყოფილია კონტენტის შექმნისთვის, ასევე მომხმარებლები აქტიურად აქებენ ამ მოდელის ხმოვან სისტემას. უფრო დიდი ელემენტი უზრუნველყოფს მეტ გამძლეობას დროში და მოგცემთ საშუალებას დიდ ხანს იშრომოთ თავისუფალ სივრცეებში. საგულისხმოა რომ ეს არ არის ბიუჯეტური ნოუთბუქი, თუმცა ჩადებულ ინვესტიციებს გაამართლებს თავისი დახვეწილობით. Lenovo ასევე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ტექნოლოგიურ ბაზარზე, თუმცა ერთი რომელიმე მოდელის მაგივრად მოგიყვებით მთელ ოჯახძე რომელსაც თავად ბრენდმა Yoga დაარქვა. ეს სახელი მისი მოძრავი კორპუსიდან გამომდინარეობს რაც სრულყოფილად ხდის სამუშაოდ, საყურებლად, მოსასმენად. დახვეწილი დიზაინით, მძლავრი ელემენტით და პროგრამულად სხვებზე ბევრად მეტი ინტელექტით მართლაც გამორჩეული მოდელია. ამასთანავე იოგას ოჯახში შეხვდებით როგორც ბიუჯეტურ, ასევე ძვირადღირებულ ნოუთბუქებს, რაც მას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. შეიქმენით კომფორტი და სათუთად შეარჩიეთ თქვენი მომავალი საქმიანი პარტნიორი, თქვენი ნოუთბუქი.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)