|
2020-01-21 13:13:17, 2213 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია წულუკიანს: თქვენი პიროვნება არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები
„მინდა გითხრათ, რომ თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები“, - ასე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე საუბრობდა, თუმცა ასეთი დეტალური ინფორმაციები არ არსებობდა. „ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა, მე, თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ნამდვილად არ ვანიჭებ ისეთ მნიშვნელობას თქვენ იქნებით თუ სხვა იმას, თუ როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს, ეს არ არის დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მინისტრი. წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში საუბრობდა კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე, თუმცა ჩვენ არ გვქონდა ასეთი დეტალური ინფორმაციები. ვერ გავიზიარებ განცხადებას, რომ ამ ანგარიშის მომზადება თქვენ გიკავშირდებათ. პირიქით, ვიტყვი, რომ ეს პრობლემა თქვენს მინისტრობას არ უკავშირდება და ეს დაიწყო წლების წინ. ჩვენ არაერთგზის მივესალმეთ იმ გაცხადებულ რეფორმას, რაც თქვენ გააკეთეთ თუნდაც შარშან მცირე დაწესებულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამიტომ, თქვენ არ უნდა მიგეღოთ თქვენზე პირადად აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ეცადეთ მნიშვნელოვან ანგარიშზე საუბარი და ყურადღება გადაგეტანათ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)