18:18 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 12:29:23, 1344 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფოს მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2020“ 16 ქართული კომპანია მონაწილეობს

ბერლინში მასშტაბური  საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2020" (Gruene Woche 2020) ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი მონაწილე ქვეყნების დელეგაციის წევრებთან ერთად  დაესწრო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით,  გამოფენაში 16  ქართული კომპანია მონაწილეობს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ლიმონათი, ნატურალური წვენები, ჩაი, მშრალი ხილი.

2020 წელს, გამოფენის ,,მწვანე კვირეული“ პარტნიორი ქვეყანა ხორვატიაა.

გამოფენის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრები გამართა ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ევალდას გუსტასთან, ესტონეთის რესპუბლიკის სოფლის საკითხთა მინისტრთან არვო ალერთან, ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან, ანატოლი ხოტკოსთან და აღნიშნული ქვეყნების დელეგაციების წევრებთან.

გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანმშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მხარეები წარმატებულ გამოცდილებას გააზიარებენ. საუბარი შეეხო ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიის, თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების და ირიგაციის მიმართულებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics