|
2020-01-21 12:25:52, 1493 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი ლომჯარიაზე: ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის
„ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნინო ლომჯარია 2018 წელს საპატიმროში სულ ოთხჯერ იყო, ხოლო 2019 წელს - საერთოდ არ ყოფილა. „მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა ნომერი მე-7 დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია ნომერ მე-9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელი ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოადგილე არ არის სუპერ აქტიური, ჩვენ მისგან ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ ხოლმე, ძირითადად გენერალური დირექტორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის. მან ჩვენსავით კარგად იცის, თუ ჩვენსავით კარგად არა. ამასთან, მიახლოებულად იცის თითოეული პენიტენციური დაწესებულება, გამოწვევები, პრობლემები და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი თანამშრომელი დადის არა მხოლოდ ამ მონიტორინგის, არამედ ზოგადად, პატიმრების საჭიროებების შესასწავლად საპატიმროებში“, - განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, როდესაც პატიმარი ითხოვს ომბუდსმენთან შეხვედრას, ის ციხეში პირადად უნდა დადიოდეს. „ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც პატიმარი დაჟინებით ითხოვს პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენიც ციხეში პირადად უნდა დადიოდეს ან რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, რომ იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, საქმე გვაქვს იმასთან, თუ რას დაწერს ომბუდსმენი თავის ანგარიშში, იმის საფუძველზე, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხეებიდან თანამშრომლები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)