|
2020-01-21 12:13:28, 1308 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება
„2018 წელს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც ნახსენებია საქართველოს ციხეებში არსებული ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ომბუდმენის თქმით, ნომერ მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილი აქვს განსაკუთრებით სახიფათო, პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. „მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ 2018 წელს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში, სადაც ძალიან ცალსახად და ხმამაღლა იქნა ნახსენები საქართველოს ციხეებში არსებული ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფაქტი. კონკრეტულად, პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) აღნიშნავს, რომ ნომერ მე-15 პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებობს განსაკუთრებით სახიფათო, პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებული ურთიერთობები, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მე-15 დაწესებულების ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ მოქმედი არაფორმალური ლიდერებისათვის, ე.წ. ციხის მაყურებლებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. კომიტეტის აზრით, ამ ფონზე დაწესებულებაში არის გაზრდილი პატიმართა მიმართ ძალადობისა და დაშინების რისკი“ , - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ვიზიტებს ციხეებში წინ უძღოდა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევის საკითხების განსაზღვრა და მონიტორინგის ამოცანებთან მისადაგება. „დაწესებულებაში არსებული შიშისა და ანგარიშსწორების რისკის გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავეთ ინფორმაციის მოპოვების იმდაგვარი სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფდა ობიექტური ინფორმაციის მიღებას, ხოლო მეორეს მხრივ პატიმრებს დაიცავდა სავარაუდო ანგარიშსწორების საფრთხისგან. სახალხო დამცველმა მიიღო ყველა ზომა, რათა ვიზიტის შემდგომ გადამოწმებულიყო, ხომ არ ჰქონდა დაწესებულების თანამშრომელთა ან პატიმართა მხრიდან ანგარიშსწორებას, მუქარას ადგილი, იმ პატიმართა მიმართ, რომელთაგანაც მოვიპოვეთ ინფორმაციები. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის შემდეგ პატიმრებზე ანგარიშსწორების ფაქტებს ან მუქარას ადგილი არ ქჰონია. ვაგრძელებთ დავკვირვებას ამ მიმართულებით“ , - განაცხადა სახალხო დამცველმა.
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)