|
2020-01-20 13:37:40, 1326 ნახვა
ეკონომიკა
Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა
გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings–მა თიბისი ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით. Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათაქვამია, რომ თიბისი ლიზინგი ოპერირებს საქართველოში, სადაც იგი წარმოადგენს ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას. თიბისი ლიზინგი უზრუნველყოფს დაფინანსებას კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესისთვის, მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის. „თიბისი ლიზინგს აქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა თიბისი ბანკთან, როგორც მის შვილობილ კომპანიას, მაგრამ იგი სრულიად დამოუკიდებელია ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ - ნათქვამია Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „2019 წელი სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს - სექტორი 32 %-ით გაიზარდა. ამ ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მოგვენიჭა. Fitch-ის რეიტინგი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ. თიბისი ლიზინგი ბაზარზე კვლავ უპირობო ლიდერად რჩება. კომპანიის მიერ წლის ჯამურმა პორტფელურმა დაბანდებამ 240 მილიონი ლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 %-ით გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკრედიტო რეიტინგი სამომავლოდ თიბისი ლიზინგის საშუალებას მისცემს დამატებით ფინანსური სახსრები მოიძიოს განვითარების ბანკებიდან და ასევე დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე საჯარო ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)