19:53 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 13:52:29, 2462 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე: აგონიაში მყოფი ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება - „ფეხებზე მკიდია თქვენი რეაქცია“

„აგონიაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება, რომ ფეხებზე „მკიდია თქვენი რეაქცია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას.

ბოკერიამ შოთაძეს „გამოცდილი კლოუნი“ უწოდა.

„ამ სკანდალური ადამიანის დაბრუნება ივანიშვილის მხრიდან იმ სამარცხვინო საქციელის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა მაშინ, როდესაც ჩაფარცხა სარალიძის საქმე არის აგონიის გამოვლინება და იგივე დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომელსაც აგონიაში მყოფი ივანიშვილი ეუბნება, რომ ფეხებზე მკიდია თქვენი რეაქცია. ივანიშვილს ისე უჭირს და იმდენად არ ენდობა არავის, რომ სურს ისევ გაკვალულ გზაზე წავიდეს და ის კაცი, რომელსაც მოუწია გადადგომა და არის გამოცდილი „კლოუნი“, დააბრუნოს თანამდებობაზე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics