|
2020-01-16 15:20:53, 2218 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ხელს ვუწყობთ ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა. პრეზენტაციას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მაღალი და საშუალო მენეჯმენტის წარმომადგენლები. პრეზენტაციაში დეტალურად იყო წარმოდგენილი სააგენტოს საქმიანობის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტარტაპების პროგრამაზე, რომელსაც სააგენტო საერთაშორისო დონორთა მხარდაჭერით ახორციელებს. 2019 წელს მხარდაჭერილი იყო 124 სტარტაპი, რომელსაც გადაეცა 5,000 ლარი, 7 სტარტაპი, რომელთა გრანტის ოდენობაც 650,000 ლარს შეადგენდა და 40 სტარტაპი, რომელთა გრანტის ოდენობაც 100,000 ლარი იყო. სააგენტოს დირექტორის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ინოვაციური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. მისი თქმით, სააგენტო განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს გამარჯვებული პროექტების კომერციალიზაციის საკითხს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოზიდულმა კერძო ინვესტიციებმა 5,000 - ლარიანი სტარტაპების პროექტის შემთხვევაში 1,5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 100,000 - ლარიანის შემთხვევაში - თითქმის 7 მლნ ლარი შეადგინა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სააგენტოს მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპებმა დაფინანსება მოიძიონ და განვითარდნენ. მისასალმებელია, რომ ქართული სტარტაპების საკმაოდ დიდმა ნაწილმა შეძლო ქართველი ან უცხოელი დამფინანსებლის მოძიება, რათა მათი ტექნოლოგიური პროექტები კომერციულად მომგებიან პროდუქტებად გარდაიქმნას. ამჟამად განვითარების ახალ ეტაპზე ვართ და მალე საზოგადოებას სტარტაპების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს შევთავაზებთ" - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ. ერთ-ერთ ასეთ სიახლედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა დაასახელა, რომელმაც სტარტი 2019 წელს აიღო და 2021 წლის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამას აფინანსებს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის პროგრამა და მისი ბენეფიციარები არიან მეცნიერები, საჯარო და კერძო კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები. პროგრამის მიზანია, ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში კომერციულად მომგებიანი ტექნოლოგიების გამოვლენა და მათი განვითარებისთვის ბიზნესის დაინტერესება. პროგრამის ფარგლებში მოხდება შერჩეული პროექტების კომერციალიზაცია, რომელიც მოიცავს კლინიკურ კვლევას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ბიზნესთან მოლაპარაკებას ლიცენზირებისთვის და სხვ. პრეზენტაციაზე ასევე გამახვილდა ყურადღება სტარტაპ-აქსელერატორის ბიზნესპროგრამაზე, რომლის მიზანია ზრდაზე ორიენტირებული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი სტარტაპების მხარდაჭერა განათლების, მენტორშიპისა და დაფინანსების გზით. პროგრამას განახორციელებს სილიკონის ველიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ-აქსელერატორი. ავთანდილ კასრაძის განცხადებით, პროგრამამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს, როგორც რეგიონში ინოვაციებისა და მეწარმეობის ლიდერად პოზიციონირებას და დაეხმაროს ადგილობრივ სტარტაპებს, საკუთარი ინოვაციური პროექტები საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ. „ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჩამოყალიბებით ჩვენ შევქმენით მყარი ბაზა, რომელსაც სამომავლოდ უნდა დაეფუძნოს ტექნოლოგიური პროექტების კომერციალიზაცია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ დიდი პოტენციალი გვაქვს. ყოველი ახალი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, ახალ სტიმულს აძლევს ქართველ სტარტაპებს, საერთაშორისო მენტორების დახმარებით შეძლონ საკუთარი პროექტების კომერციალიზაცია და შემდგომი განვითარებისთვის დაფინანსების მოძიება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და რაც მთავარია, საქართველოში შექმნილი ინოვაციური პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)