18:04 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 10:48:18, 941 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

კერძოდ, კითხვაზე - „თქვენი აზრით, ამჟამად არის ქვეყანაში დემოკრატია?“ - გამოკითხულთა 59%-მა განაცხადა, რომ „არ არის“, 33%-მა აღნიშნა, რომ „არის“, ხოლო 8%-მა - „არ იცის“.

რაც შეეხება კითხვას - „რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია“ - გამოკითხულთა 54%-მა განაცხადა, რომ მისთვის დემოკრატია „სიტყვის, მედიის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მოსმენაა; 33%-სთვის - თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა; 33%-სთვის - ადამიანის უფლებათა დაცვა; 16%-სთვის - შესაძლებლობა, აკეთო ის, რაც გინდა; 15%-სთვის - სამუშაო ადგილები; 12%-სთვის - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; 5%-სთვის - მთავრობის მიერ პრობლემატურ საკითხებზე მისი აზრის გათვალისწინება; 3%-სთვის - არასტაბილურობის; 2%-სთვის - სხვადასხვა პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა; 4%-სთვის - სხვა; 7%-მა კი, განაცხადა, რომ „არ იცის“.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics