|
2015-07-27 17:08:45, 440 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო სომეხ კოლეგას შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ არმენ მურადიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრები სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, სამედიცინო რეგულირებისა და ფარმაცევტულ საკითხებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის და ნაციონალური ცენტრის, ჯანდაცვის სახელმწიფო სააგენტოს, ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის, წამლებისა და ტექნოლოგიების სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრისა და ლიცენზირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. "წამოჭრილი იქნა რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების სისტემების თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან მთელი რიგი მომავალი ჯანდაცვის საკითხები საერთო არის ჩვენი ქვეყნებისათვის. ამ მხრივ ჩვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგისგან დავინახე ხედვა, რომელიც პრინციპულია ჩვენთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის განვითარება, სამედიცინო მომსახურების ხარისხის განვითარება და ვფიქრობ, ეს ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ჩვენი ჯანდაცვის სისტემების ბევრად ინტენსიურ და ეფექტურ თანამშრომლობას",-განაცხადა დავით სერგეენკომ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მოინახულებენ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც დედაქალაქში, ასევე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)