17:56 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-12 13:27:54, 1489 ნახვა

საზოგადოება
ბასიანთან დაჭრილ ორ პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი სამი პირიდან ორი სტაციონალურ მკურნალობას აგრძელებს, ერთის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან მალე გაწერენ.

როგორც ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, სულხან სამხარაძემ განაცხადა, ორ პაციენტს, რომლებსაც ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა სამი პაციენტი, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი და ორი მამაკაცი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი ჭრილობები კიდურებზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ორი მათგანი აგრძელებს ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას, ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. საშუალო სიმძიმის მდგომარეობებია. ორ მამაკაცს ქვედა კიდურებში აქვს დაზიანება, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილია ზურგის მიდამოში. ახალგაზრდა მამაკაცს შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს. ქირურგიული ჩარევა დასჭირდა ორ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა კიდურებზე ჭროლობები. ჯერჯერობით გართულებებს არ ველოდებით“ ,- განაცხადა "პირველ არხს"  სულხან სამხარაძემ.

თბილისში, კლუბ ბასიანთან სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics