|
2020-01-11 13:41:06, 2564 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე: C ჰეპატიტის მკურნალობა 58 000-მა ადამიანმა დაამთავრა - ეს ქვეყნის მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა
„საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა დაამთავრა 58 000 ადამიანმა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით, ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, C ჰეპატიტის მკურნალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში განიხილება, როგორც სამოდელო ქვეყანა. „65 000 ადამიანს ვინც მკურნალობაშია ჩართული და მათ შორის ვინც დღეს დაამთავრა, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიანს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ციროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს ჯანდაცვისა და ამ თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში განიხილება, როგორც სამოდელო ქვეყანა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)