19:10 - 20 Aug, 2026
|
2020-01-08 11:26:54, 2948 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა იმ ოჯახებს, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას „ტვიტერზე“გამოეხმაურა. მინისტრი მომხდარის შესახებ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. „საქართველო ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა იმ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი საყვარელი ადამიანები ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაკარგეს“, - წერს ტვიტერზე დავით ზალკალიანი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)