19:12 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 11:35:51, 2577 ნახვა

კომენტარი
დავით ნარმანია: ოლიმპიური ფესტივალისთვის ყველა ობიექტი სათანადოდაა მომზადებული

ევროპის მე-13  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ის ფარგლებში პირველი შეჯიბრებები დაიწყო. ოლიმპიურ სოფელში დილიდან დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფება.

როგორც მან განაცხადა, ყველა ობიექტი სათანადო დონეზეა მომზადებული.

"დღეს დილიდან დაიწყო შეჯიბრებები და გაჩნდა პირველი სიცოცხლე ობიექტებზე, გამხიარულდა აქაურობა, უამრავი სპორტსმენი ჩამოვიდა და ძალიან დიდია ინტერესი სპორტული შეჯიბრების მიმართ. ყველა ობიექტი სათანადო დონეზეა მომზადებული. ყველანაირი პირობები არსბეობს იმისათვის, რომ  მათ იასპარეზონ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისში 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი და მაღალი რანგის სტუმრები იმყოფებიან. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მიიღეს მონაწილეობა.

ცერემონიას ასევე დაესწრო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, რომელიც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ექსპოზიცია "არგონავტები", ქართული ცეკვები, ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტები, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძის შესრულებით და გრანდიოზული ფოიერვერკი, შოუს შემადგენელი ნაწილები იყო.

ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც თბილისი 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics