|
2020-01-07 11:20:39, 2118 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი დეკანოზ მამალაძეზე: მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა გვერდში და მეც
ბოდბის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა. როგორც მეუფემ აღნიშნა, მამალაძე რომ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც და ისიც გვერდში დაუდგებოდნენ. „იმ ადამიანს ჭკუა აქვს რომელიც ეხლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ნამდვილად მოსაკითხია, ყველაზე მოსაკითხია, აბა რა იციან, რა უნდათ, დას იძახიან და ერთი არის რომ იძახი, მეორეა რას ამტკიცებ და რას არა. პასუხი უნდა მიიღონ რაც ეკუთნით. რჯულის კანონს იძახიან? მიიღებენ რჯულის კანონით. იმ სიმართლესაც ვნახავ ერთმანეთს რატომ იცავენ ასე, რა ცოდვამ დააკავშირა ისინი ერთმანეთთან. მაგას გაჩვენებთ. თუ შეიწყალებს პრეზიდენტი შეიწყალებს... ჩემთვის დეკანოზი კი არა საკვირველი იცით რა არის? სოხუმი უნდა გაწუხებდეთ, აფხაზეთი უნდა გაწუხებდეთ და ცხინვალის რეგიონი, ასევე ნებისმიერი პატიმარი. მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოა გვერდით და მეც, რომ იცოდეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვერ მონახა არგუმენტი, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. მანვე აღნიშნა, რომ "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიგებდა".
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)