|
2020-01-06 15:35:13, 1270 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი
„პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საკითხი. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ნამდვილად დამოუკიდებლად მიიღო. „ქალბატონმა პრეზიდენტმა გააკეთა სწორი და სახელმწიფოებრივი აქცენტები. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ბევრი საქმე იყო განხილული. მე არ ვიცნობ პერსონალურად იმ საქმეებს და იმ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულების საშობაო შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა 5 პატიმარი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთა სიაში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ მოხდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)