|
2019-12-31 10:11:31, 4020 ნახვა
კომენტარი
„ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვების დაშლის ფაქტს ეხმაურება
პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტის წინ კარვების დაშლის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მაჩალიკაშვილი საზოგადოებას სთხოვს, თავიანთი შვილები პარლამენტის განთავსებულ ატრაქციონებზე არ მიიყვანონ. „ჩემი თხოვნა იქნება თბილისი დიდია არის სახალწლო სოფელიც ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის არალის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი „პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2020წ. მე მალხაზ ვახა მაჩალიკაშვილი. განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი ვიცი თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს მაგრამ ამ გაუსაძლუსი პირობებში როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც. ჩემი თხოვნა იქნება თბილისი დიდია არის სახალწლო სოფელიც ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის არალის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს ისინი ჩემზე შურის ძიებას ცდილობენ არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი“, - ნათქვამია მაჩალიკაშვილის განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)