|
2019-12-30 16:02:46, 3628 ნახვა
კომენტარი
თურნავა: წელს უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ - საქართველომ 9,3 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა
„ყველა გამოწვევის მიუხედავად, კერძო სექტორის, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად 2019 წელს საქართველომ რეკორდულ 9,3 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ეს წელიწადი არ იყო მარტივი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იყო გამოწვევებიც, მაგრამ უფრო მეტი წარმატება იყო“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ასეთი უპრეცედენტო შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთობლივი შრომით და მთელი სამთავრობო გუნდის, პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე ჩვენი სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, ეფექტური და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად თქვენთან, ტურიზმის სექტორთან ერთად“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მთავრობამ 2019 წელს მიზნობრივი, კარგად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიები აწარმოა. „ჩვენ კიდევ ერთხელ სრულად მსოფლიოს ვამცნეთ, როგორი უსაფრთხო, მიმზიდველი, უნიკალური და სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)