|
2019-12-28 15:41:56, 4122 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - ვაჟა გაფრინდაშვილმა დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს
„ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენი დროის ღირსეული ადამიანი და სამოქალაქო გმირია. „ვაჟა ექიმი თავისუფალია და პირველ რიგში, მოვედი აქ, რომ მას ხელი ჩამოვართვა და ჩემი უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო ადამიანს, ვინც გვაჩვენა სამოქალაქო გმირობის მაგალითი, ვინც დაამარცხა შიში, ოკუპაცია, ციხე და ვინც დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს. საქართველოს ვულოცავ, რომ ჩვენი ღირსეული ადამიანი, ჩვენი დროის სამოქალაქო გმირი, ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტი და ღირსეული ადამიანი არის თავისუფალი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)