17:20 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 14:12:38, 2579 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მზად ვართ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კარდინალ პაროლინის ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურებაა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა წმინდა საყდარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. წმინდა საყდრის  სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს მიულოცა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც, პრემიერის განცხადებით, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა სასტიპენდიო პროგრამების მნიშვნელობა, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლებს საშუალებას, ისწავლონ რომში რელიგიური მეცნიერებები და მიიღონ მუსიკალური განათლება იტალიის წამყვან კონსერვატორებში.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
კოალიცია: პარლამენტში მედიის საქმიანობის შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics