|
2019-12-28 14:08:23, 2954 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილზე: დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდით ეხმაურება. პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს მის გათავისუფლებას ულოცავს. „დამდეგი ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“, - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)