|
2019-12-28 12:35:26, 2683 ნახვა
კომენტარი
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი
„ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა კოორდინირებული საქმიანობით დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობა კარგია. „ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და რა თქმა უნდა,ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით. ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)