|
2019-12-28 11:23:27, 2818 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა მცხეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ახალ საწარმოებს გახსნის
28 დეკემბერს 11:00 სთ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფის" ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმოს ოფიციალურ გახსნის. კომპანია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს, რომლებსაც საკუთარ საწარმოში გადაამუშავებს. კომპანიაზე 2018 და 2019 წლებში გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 3 ლიცენზია, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქსოვრისის და სოფ. თეზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ქსნის ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე; სამივე ლიცენზიის საერთო ფართობია - 172 990 კვ.მ; ქვიშა-ხრეშის ჯამური მოცულობა - 518 970 მ3, ლიცენზიების გასაყიდი ფასი ჯამში შეადგენს 582 726,3 ლარს. ლიცენზიები მოქმედია 2023 წლის ბოლომდე. 2019 წელს შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ"-მა საქართველოში ჩამოიტანა ევროპის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები, რომლის საშუალებითაც კომპანიას სურს, რესურსის გადამუშავება მოხდეს ადგილზე. ამ მიზნით საწარმოში დაასაქმა 30 ადამიანი და მომდევნო წლებში აღნიშნულმა კომპანიამ შესაძლოა გაზარდოს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. კომპანია განახორციელა 4 000 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოს მშენებლობა დასრულდა 2019 წლის სექტემბერ/ოქტომბერში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე გახსნის ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამთან შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" საწარმოს, რომლის მშნებლობაშიც 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიაზე 2018 წელს გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სურამის" კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვებაზე 20 წლის ვადით, წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 254 100 მ3, სალიცენზიო ფართობი - მიწის მინაკუთვნი ფართობით 16 020 კვ.მ, სამთო მინაკუთვნი ფართობით 36 300 კვ.მ; საერთო ფართობი - 52 320 კვ.მ, ლიცენზიის გასაყიდი ფასი შეადგენს 107 477,5 ლარს. ლიცენზია მოქმედია 2038 წლამდე. 2019 წელს შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია"-მ საქართველოში ჩამოიტანა ევროპის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები, რომლის საშუალებითაც კომპანიას სურს, რესურსის გადამუშავება მოხდეს ადგილზე. ამ მიზნით საწარმოში დაასაქმა 35 ადგილობრივი მოქალაქე და მომდევნო წლებში აღნიშნულმა კომპანიამ შესაძლოა გაზარდოს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. კომპანიამ განახორციელა 3 500 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოო დანადგარების მშენებლობა/ინსტალაცია დასრულდა 2019 წლის ნოემბერში. ასევე დაგეგმილია ბორჯომში წიაღის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებთან შეხვედრა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)