22:33 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 10:31:06, 5603 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ზებგერითი სარაკეტო სისტემა „ავანგარდი“ განათავსა

რუსეთის ფედერაციამ ზებგერითი სარაკეტო სისტემა „ავანგარდი“ განათავსა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სისტემის განთავსების ზუსტი ადგილი დასახელებული არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სისტემა ურალში, პოლკი ორენბურგის ოლქში განთავსდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სარაკეტო სისტემა 27 დეკემბერს, მოსკოვის დროით 10:00 საათზე ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობის მქონე ზებგერითი სარაკეტო სისტემა, რომელსაც მომავალ სარაკეტო თავდაცვის სისტემებში შეჭრა შეუძლია, მხოლოდ რუსეთს აქვს. მანვე აღნიშნა, რომ „ავანგარდის“ მაქსიმალური სიჩქარე ბგერის სიჩქარეს 20-ჯერ აღემატება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics