|
2019-12-27 16:45:51, 2488 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და „ანაგის“ წინასაახალწლო შეთავაზება მომხმარებელს
საქართველოს ბანკი მის პარტნიორთან „ანაგი დეველოპმენტთან“ ერთად მომხმარებელს წინასაახალწლო შეთავაზებას უკეთებს. ახალი წელი ახალი შენაძენისთვის საუკეთესო დროა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს რომელთაც სურთ ახალ წელს ახალ სახლში შეხვდნენ, აქვთ შესაძლებლობა, 31 იანვრამდე „ანაგი დეველოპმენტის“ Park Home-ში უძრავი ქონება 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით კი საქართველოს ბანკი მათ სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ: იპოთეკური სესხი ევროში:
იპოთეკური სესხი დოლარში:
საქართველოს ბანკისა და „ანაგი დეველოპმენტის“ საახალწლო შეთავაზება მომხმარებელს სასურველი უძრავი ქონების ფასდაკლებით შეძენასა და სესხის საუკეთესო პირობით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. შეხვდით ახალ წელს ახალი შენაძენით! მოიწყეთ საკუთარი კუთხე და დაივიწყეთ კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. ინფორმაციისთვის, „ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. Park Home ანაგი დეველოპმენტის პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში ანაგი დეველოპმენტიც მიიღებს მონაწილეობას. Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ + კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. კომფორტ სტანდარტ + გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. Park Home-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)