|
2019-12-27 16:27:09, 1941 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი მამუკა ბახტაძის მიმართ გამოყენებულ უცენზურო რეპლიკას უარყოფს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარყოფს, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან მის წინამორბედ მინისტრზე, მამუკა ბახტაძეზე უცენზურო რეპლიკა გამოიყენა. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას მაჭავარიანი „ტყუილს“ უწოდებს. „ მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრობის პერიოდზე საუბარიც არ ყოფილა, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო. იყო საუბარი ამაზე, რომ ჩემთვის გაურკვეველია, რატომ მიეცა "რუსთავი 2"-ს დავალიანების დაგროვების საშუალება 2017 წლის მარტამდე, როცა ეს დაიწყო 2016 წლის ოქტომბრიდან, თორემ მარტის მერე, როცა დავალიანების დაგროვება გაგრძელდა იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა გადაწყვეტილება, იქ იყო ასეთი მინიშნება, რომ მთავრობამ უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც გამოიწვევდა შეფერხებას და ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა 2017 წლის მარტიდან ეს გაითვალისწინეს, მესმის. ვინც გაითვალისწინა, ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე მამუკა ბახტაძე იყო და მას კავშირი არ აქვს, ამ სახელსა და გვარს შეხვედრაზე არ გაუჟღერებია. პირწმინდად მოტყუებაა, პირდაპირ ეთერში მოიტყუა. ეს არის სიბინძურე. რამდენიც უნდათ იტყუონ, რომელ მინისტრსაც ამით აშანტაჟებდნენ, გააგრძელონ შანტაჟი, გადაიხადონ გადასახადი და იტყუონ რამდენიც უნდათ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)