|
2019-12-27 16:14:49, 1732 ნახვა
კომენტარი
გრიგოლია - ფინანსთა მინისტრმა მედიამენეჯერებს უთხრა, რომ მისი წინამორბედი მამუკა ბახტაძე „უტ..კოა“
„TV პირველის“ გენერალური დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მედია მენეჯერებს უთხრა, რომ მისი წინამორბედები, მათ შორის მამუკა ბახტაძე „უტ..კოები“ იყვნენ. როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, მინისტრისგან შეხვედრაზე მსგავსი ლექსიკის გამოყენება შეურაცხმყოფელია. „გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს გეუბნებოდა მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა: დიდი ბოდიშით - ისინი იყვნენ უტრ...ოებიო. აი ეს სიტყვა გაიმეორა სამჯერ. მაპატიეთ, რომ მე ეს სიტყვა ვთქვი ეთერში, მაგრამ მე ეს სიტყვები უნდა მეთქვა. იმიტომ, რომ აი რამ გააჩინა პროტესტი: როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, აი ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი. მთავარი იცით რა არის ხალხო? ეს სიტყვა მან თქვა წინამორბედ მინისტრზეც და ვინ იყო წინა მინისტრი? ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი - მამუკა ბახტაძე. ანუ ვანო მაჭავარიანმა, ფინანსთა მინისტრმა ჩემს კოლეგებს იმ შეხვედრაზე უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტ..კოო. აი ეს სიტყვები თქვა მან", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ „TV პირველის“ ეთერში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)